რუსეთის ჯარებმა ორშაბათს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე

რუსეთის ჯარებმა ორშაბათს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს ზე. ამის შესახებ იუწყებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა, მედია და ტელეგრამის არხები.
როგორც იტყობინებიან, რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში ისმოდა აფეთქებები. ხელისუფლების თანახმად, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე, დაუდასტურებელი მონაცემებით, გაშვებულია ბალისტიკური რაკეტებიც.
ს მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავებულები არიან ქალაქის სოლომენსკის რაიონში. უკრაინის ტელეგრამის არხები წერენ „ძლიერი დაკვამლიანების“ შესახებ კიევში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქის რამდენიმე რაიონში, გაჩნდა ხანძარი. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.
ასევე იტყობინებიან აფეთქებების შესახებ კროპივიცკისა და კრივოი-როგში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ გაშვებული ექვსი რაკეტიდან სამის ჩამოგდება.
ს სამხედროებს სარაკეტო დარტყმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც