რუსეთის ჯარებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და ს ოლქზე მასირებული შეტევა მიიტანეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.
4 ივლისის დილის ექვსი საათისთვის ცნობილია, რომ კიევში დაშავდა 14 ადამიანი, რომელთანაგ 12-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ექვს რაიონში დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ბუჩის და ფასტოვის რაიონებში დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.
ს მორიგი მასირებული შეტევა 3 ივლისის ღამიდან დაიწყო. კიევსა და კიევის ოლქში გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია