ს ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქში ტურისტული ბაზა დაბომბეს, არის მსხვერპლი

სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც დღეს დილით ს ჯარებმა დაბომბეს დასასვენებელი ბაზის ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
ტურისტული დასასვენებელი ბაზა ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარეობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე დაზიანებულია 9 ერთსართულიანი სახლი. ხანძარი გაჩნდა ხუთ ადგილზე. დამწვარია ავტომობილებიც.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დასასვენებელი ბაზის ტერიტორიას საავიაციო ბომბებით, სულ მცირე, ოთხჯერ დაარტყეს.
რუსეთს უკრაინის ამ რაიონის დაბომბვის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…