რუსეთის ხელისუფლება დრონებით შეტევებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება

17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ს რამდენიმე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, გრაივორონის რაიონში კერძო სახლზე დრონით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გლადკოვის თანახმად, ქალაქ ბელგოროდში ჰოსპიტალიზებულია ექვსი დაშავებული.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, ქალაქ ვორონეჟში მოგერიებული დრონების ფრაგმენტები დაეცა მრავალსართულიან სახლს, სადაც ოთხი ბინა დაზიანდა და სამი მოზარდი დაშავდა. ვორონეჟზე დრონებით შეტევა იყო 15 ივლისსაც, ადგილობრივი ხელისუფლება ერთი დაღუპულისა და ოცზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.
17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო სმოლენსკის ოლქშიც, სადაც, გუბერნატორ ვასილი ანოხინის თანახმად, მოგერიებული უკრაინული დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.
მოსკოვისკენ მიმავალი სამი დრონის „განადგურების“ შესახებ იუწყება მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“. კონკრეტული ადგილი და შედეგები სობიანინს არ დაუსახელებია.
დრონებით შეტევის „მცდელობა მოიგერიეს“ ლენინგრადის ოლქის კიროვის რაიონში. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო იუწყება დეტალების დაკნონკრეტების გარეშე. დროებით დახურეს პეტერბურგის აეროპორტი „პულკოვო“.
ს რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
თავად უკრაინა რუსეთის ჯარების მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ინტენსიური დარტყმების ქვეშაა.
გაეროს მინიტორინგის მისიის მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის ივნისში უკრაინაში დაიღუპა 232 და დაიჭრა 1343 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში ერთ თვეში გამოწვეული ყველაზე დიდი მსხვერპლია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება – რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ