ს ხელისუფლება გამოდის წინადადებით არ გააძევონ ქვეყნიდან არმიის უცხოელი კონტრაქტორები

რუსეთში კანონპროექტებზე მუშაობის სახელისუფლებო კომისიამ დაამტკიცა ინიციატივა, რომელიც კრძალავს ქვეყნიდან იმ უცხოელთა გაძევებას, ვისაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.
როგორც კომისიის სხდომის მასალებზე დაყრდნობით სააგენტო “ტასსი” იუწყება, ადმინისტრაციული გაძევების ნაცვლად შემოღებული იქნება ჯარიმა ათასიდან 50 ათასამდე რუბლის ოდენობით, ან იძულებითი შრომა 200 საათამდე.
კომისიამ ასევე დაამტკიცა ხელისუფლების ინიციატივა შესწორებების შეტანაზე სისხლის სამართლის პროცესუალურ კოდექსში. ამ შესწორებებით იკრძალება უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების გადაცემა სხვა სახელმწიფოსთვის, თუკი ეს პირები კონტრაქტის საფუძველზე გადიოდნენ ან გადიან საბრძოლო სამსახურს და მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. ეს ნიშნავს, რომ უარს იტყვის პირების გადაცემაზე სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევაში, ან განაჩენის აღსრულების მიზნით.
გარდა ამისა, განხილვის პროცესშია კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლითაც უცხოელთა ამ კატეგორიის მიმართ აიკრძალება დეპორტაციის გადაწყვეტილებები, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ან დროებითი ყოფნის ვადის შემცირება.
რუსეთის არმიაში მოსამსახურე უცხოელებს თავიანთ ქვეყნებში რეგულარულად ასამართლებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის. მაგალითად, უზბეკეთში სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს 59 წლის კაცს, რომელიც მსახურობდა გასამხედროებულ დაჯგუფება “ვაგნერში”.
ფორუმი