ს ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევას

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელ თავდასხმას. ოლქის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული პირველი ინფორმაციით, ბორისოვის რაიონში დრონებით დარტყმა იყო საწარმო „აგრო-ბელგორიეს” ავტომანქანებზე, რომლებსაც ფერმის თანამშრომლები გადაჰყავდა. შტაბის თანახმად, დაიღუპა 6 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით კომპანია „აგრო-ბელგორიემ” განაცხადა, რომ დაღუპულია 7.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ს ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ს თითქმის ყოველდღე ადანაშაულებს ბელგოროდის ოლქზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმებში. უკრაინის თავდაცვის ძალებში, როგორც წესი, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.