რუსეთის ხელისუფლებამ „სისხლიანი ტერაქტი“ უწოდა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები მოსკოვის მახლობლად, კრანოგორკსში მდებარე „კროკუს სიტი ჰოლის“ დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ.

არხი 112-ი, რომელიც ოპერატიულ ქრონიკებზე მუშაობს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 40 ადამიანი და 100-ზე მეტი დაიჭრა.
ს ტელეარხ “როსია 24″-ის ცნობით დაღუპულია 45 ადამიანი.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, თავისი ტელეგრამის არხით უკვე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.
ტელეგრამის არხების ცნობით, თავდასხმა მოაწყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ხუთმა პირმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარებიც გამოიყენეს. იუწყებიან რამდენიმე აფეთქების შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა ძლიერი ხანძარი და „კროკუს სიტი ჰოლის” სახურავის დიდი ჩაინგრა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. შენობა მთლიანად ალყაშია მოქცეულია. მიმდინარეობს დაჭრილებისა და შენობაში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია.

თავდამსხმელების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “კროკუს სისტი ჰოლზე” მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უწოდა “სისხლიანი თავდასხმა” .
-ის ადმინისტრაციამ მწუხარება გამოთქვა „კროკუსის სიტი ჰოლში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. “ჩვენ ყველამ ვიხილეთ მოსკოვიდან მოსული მესიჯები და ვიდეოები…ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია. ჩვენი ფიქრები, ცხადია, ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულებთანაა“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა მ.
22 მარტს, მოსკოვის დროით 18 საათზე, „კროკუსის სიტი ჰოლში“ კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა ხუთმა პირმა იმ დროს დროს გახსნა ცეცხლი, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”