რუსეთის ხელისუფლებამ სანქციათა სიას დაუმატა კონცერნი Renault

რუსეთის ხელისუფლებამ ფრანგული საავტომობილო კონცერნი Renault SAS დაუმატა იმ კომპანიათა სიას, რომლებიც მუშაობენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში და რომელთა წინააღმდეგაც მოქმედებს “საგანგებო ეკონომიკური ზომები”.
კომპანიას სიაში 75-ე ნომერი აქვს მინიჭებული. 6 ოქტომბერს ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდა საკანონმდებლო დოკუმენტების ოფიციალურ პორტალზე.
ეს სია რუსეთში 2022 წლის 11 მაისს დამტკიცდა. სიაში შეყვანილ პირებთან აკრძალულია შეთანხმებების გაფორმება, ასევე უკვე გაფორმებული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ასევე აკრძალულია შესრულება ფინანსური ოპერაციებისა, რომელთაგანაც სარგებელს რეესტრში მოხვედრილი უწყებები მიიღებენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Renault-მა დატოვა. კომპანია AvtoVAZ-ში მისი წილი (აქციათა 67,69%) გადავიდა საავტომობილო და ავტო ძრავების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკუთრებაში. Renault-ს დატოვებული აქვს შესაძლებლობა აქციები ექვსი თვის განმავლობაში გამოისყიდოს. მოსკოვში მოქმედი ქარხანა კომპანიამ გადასცა ქალაქის მმართველობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას