რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს

რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს
„მოღალატეობრივი მსჯელობა“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა მ საკითხის იმდაგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, საფრთხე ემუქრება ს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.
როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია. ესეც რომ არა, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამდაგვარი მიდგომა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ოპონენტები, თითქოს დასავლეთის ღირებულებების დაცვით, რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამენ წყალს. დღეს იყო ნათელი მაგალითი ამის – თურმე, თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან ს არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს, ანუ იგულისხმება რა – შესაძლოა დასავლეთმა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალი. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი მსჯელობა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია და ამავე დროს არის თავად დასავლელი პარტნიორებისათვის შეურაცხყოფის მიყენება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous: მეორდება ისტორია, 2020-დან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა “შალიკოს ფანჩატურიდან” “სალომეს ფანჩატურამდე” ისე, რომ პოლიტიკურად და მორალურად ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წაიწია, ან კი სად აქვთ ამის რესურსი

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს