რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ხელი მოეწერა

უკრაინის პრეზიდენტმა მ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რაც ტრიბუნალის წესდებასაც მოიცავს.
24 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც 46 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან შედგება, გენერალურ მდივანს შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მისცა.
„ეს ისტორიული ხელმოწერა შეგვახსენებს, რომ საერთაშორისო სამართალი ყველას უნდა შეეხოს – გამონაკლისების და ორმაგი სტანდარტების გარეშე. ეს არის ტრიბუნალი, რომელიც განსჯის მსხვერპლებსა და აგრესორებს, დაუსჯელობასა და პასუხისმგებლობას შორის, რადგან პასუხისმგებლობის გარეშე უკრაინისა და მთლიანად ევროპისთვის ხანგრძლივი მშვიდობა ვერ იქნება“, — განაცხადა ალან ბერსემ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამართალი დროს მოითხოვს, მაგრამ აუცილებლად უნდა დადგეს:
„ყველა სამხედრო დამნაშავემ უნდა იცოდეს: სამართალი დადგება და ეს რუსეთსაც მოიცავს. დღევანდელი შეთანხმება და ეს ტრიბუნალი გვაძლევს რეალურ შანსს, აღვადგინოთ სამართალი აგრესიის დანაშაულისთვის. სხვა ინსტიტუტებს არ აქვთ ამის გაკეთების ინსტრუმენტები“.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის კამპანია უკრაინელმა სამართლის ექსპერტებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე წარმოაყენეს. იდეას საფუძველი დაუდო ცნობილი საერთაშორისო იურისტისა და პროფესორის, ფილიპ სანდსის სტატიამ სახელწოდებით „პუტინის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება აგრესიის დანაშაულია“.
ტრიბუნალის შექმნა უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად 2025 წლის 13 მაისს მოითხოვა და მეორე დღეს, ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა მხარდაჭერილი.
შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, დაინტერესებული მხარეები — მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოები მთელი მსოფლიოდან, ასევე ევროკავშირი — განიხილავენ გაფართოებული მხარეთა შეთანხმების (Enlarged Partial Agreement – EPA) ფორმატში სპეციალური ტრიბუნალის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას. როგორც კი სახელმწიფოები გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, მინისტრთა კომიტეტს შეეძლება EPA-ის შექმნის სამუშაოები განაახლოს.
„ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის იდეას, კვლავ ჩართულია მგრძნობიარე დიპლომატიურ დისკუსიებში. შესაძლოა, ისინი მსჯელობენ, თუ როგორ დააბალანსონ თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, პოლიტიკური ალიანსები და უფრო ფართო საგარეო პოლიტიკური მიზნები. როგორც კი ტრიბუნალის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტები ოფიციალურად იქნება მიღებული სახელმწიფოების მიერ და ძალაში შევა, წევრებისა და ასოცირებული წევრების სახელები საჯარო გახდება“, — განმარტავს ევროპის საბჭო.
სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში და დაფინანსდება მხარდამჭერი სახელმწიფოების ჯგუფის მიერ, ევროპის საბჭოს წევრობის ფარგლებს გარეთ, სთან თანამშრომლობით. ევროპის საბჭოს მეშვეობით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზანია უზრუნველყოს მისი საერთაშორისო ლეგიტიმაცია, თუმცა სპეციალური ტრიბუნალის იურისდიქცია ეფუძნება უკრაინის ტერიტორიულ იურისდიქციას. ტრიბუნალის ადგილმდებარეობა მომდევნო თვეებში დაზუსტდება.
სპეციალური ტრიბუნალის მანდატი იქნება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს დანაშაული გულისხმობს გაეროს წესდების დარღვევით სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას.
ტრიბუნალი ყურადღებას გაამახვილებს უფროს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დაგეგმვაზე, მომზადებაზე, დაწყებაზე ან შესრულებაზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) აქვს იურისდიქცია ომის დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდზე, თუმცა აგრესიის დანაშაულის გამოძიება მის უფლებამოსილებაში არ შედის. ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ სპეციალური ტრიბუნალი ამ ხარვეზს შეავსებს.
უკრაინაში ს ომის კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევებს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ