რუსეთის ძალებმა სისხლიანი დარტყმები მიიტანეს აღმოსავლეთ უკრაინაზე

24 ოქტომბერს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კუპიანსკზე ს საჰაერო დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ათი პირი – იუწყებიან რეგიონის წარმომადგენლები.
“მტერმა დარტყმა განახორციელა მაღაზიის და ქალაქის ბაზრის ახლოს” – აცხადებდა რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი პირველ გამოსვლაში დილით განხორციელებული შეტევის შესახებ, ხარკოვის რეგიონში მდებარე ამ ქალაქში. გუბერნატორმა დასძინა, რომ საავადმყოფოში მიიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ქალი, რომლის გადარჩენა არ მოხერხდა.
იმავე დღეს, მოგვიანებით, სამი ადამიანი შეეწირა რუსეთის იერიშს სტრატეგიული ცენტრის, პოკროვსკის ახლოს, აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში – წერს გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამით. მისი თქმით, პოკროვსკი და მისი მიმდებარე არეალები რუსეთის სამხედროთა სამიზნეა – ამიტომ ფილაშკინი ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა