რუსეთის ძალების თავდასხმამ უკრაინის ოთხი ოლქი დააზარალა, ხარკოვში დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

რუსეთმა ს სხვადასხვა ტიპის 78 დრონით შეუტია, საჰაერო თავდაცვამ 42 მათგანი ჩამოაგდო, 22-მა კი სამიზნემდე ვერ მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად უკრაინის 4 ოლქი დაზარალდა.
რუსებმა დრონები ს ბრიანსკის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა Shahed-ისა და სხვა ტიპის 42 დრონი ქვეყნის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, სა და ზაპოროჟიეს ოლქები.
უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..