რუსეთის ცნობით, უკრაინამ ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, რომ შემთხვევას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსული მედიის ცნობით, რაკეტა სავაჭრო ცენტრის მახლობლად ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ თავდასხმისთვის RM-70 ვამპირის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტები გამოიყენეს. როგორც ირწმუნებიან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 14 რაკეტა ჩამოაგდო. შემთხვევა დაახლოებით მოსკოვის დროით 12:30-ზე დასრულდა.
პირველი მსგავსი თავდასხმა უკრაინამ ბელგოროდზე გასული წლის 30 დეკემბერს მიიტანა, მას შემდეგ, რაც რუსეთის მასობრივ დარტყმებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რადგან რუსეთმა მათ რამდენიმე რეგიონზე მიიტანა იერიშები.