აშშ-ის ქალთა ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ფინალურ შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით, 67:66-ით, სძლია საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. ოლიმპიური ოქროს მედალი გადაეცა ვეტერან კალათბურთელს, 33 წლის ცენტრს, ბრიტნი გრაინერს, რომელიც 2022 წელს დააკავეს რუსეთში ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით. რუსეთის სასამართლომ გრაინერს 9 წელი მიუსაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში, მაგრამ მოგვიანებით, იმავე წელს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების შედეგად კალათბურთელი გაცვალეს ყოფილ იარაღის დილერში, რუს ვიქტორ ბუტში.
ამერიკის ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მერვედ მოიგო ოლიმპიადა, ხოლო ბრიტნი გრაინერი მესამედ გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ამერიკის ეროვნული საკალათბურთო გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი 2016 წელს ბრაზილიის, ხოლო 2021 წელს იაპონიის ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელიცაა.
· ქალთა საკალათბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის ნაკრებმა პარიზში გამართულ თამაშებზე ბოლო არაოფიციალურ გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა. მას აქვს 40 ოქროს, 44 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედალი. ამერიკელებმა გაუსწრეს ჩინეთის ნაკრებს, რომელმაც ასევე 40 ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ ნაკლები აქვს ვერცხლი და ბრინჯაო.