რუსეთის ცესკომ ეკატერინა დუნცოვას პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა უარი თქვა დაერეგისტრირებინა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად 2024 წლის სთვის ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას ასახელებდა.
რუსეთის ში ამბობენ, რომ დუნცოვას ჯგუფს კანდიდატობის წარსადგენ დოკუმენტებში 100-მდე შეცდომა აღმოუჩინეს და უარიც ამიტომ უთხრეს.
“ეკატერინა სერგეევნა, ახალგაზრდა ქალი ბრძანდებით, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ. ყველა მინუსი შესაძლოა პლუსად გადაკეთდეს, ყველა გამოცდილება მაინც გამოცდილებაა”. – უთხრა დუნცოვას რუსეთის ცესკოს ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ.
მსგავსი სიტყვებით დუნცოვამ 2017 წელს მიმართა ამჟამად პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ საც, რომელსაც მაშინ კანდიდატად რეგისტრაციაზე ასევე უარი უთხრეს.
დუნცოვას თქმით, ის ცესკოს გადაწყვეტილებას რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამას გარდა, უარის შემდეგ მან მიმართა ოპოზიციურ პარტია Яблоко-ს (ვაშლი), რომ მისი კანდიდატურა წამოეყენებინათ. დუნცოვამ ეს იმით ახსნა, რომ საკუთარი საინიციატივო ჯგუფი განმეორებით ყრილობას ვერ ჩაატარებს.
დუნცოვას თქმით, უმოქმედობა არ შეიძლება და ეს მოქალაქეებისთვის “უკანასკნელი ლეგალური შესაძლებლობაა განაცხადონ ამჟამინდელი ხელისუფლების გატარებული პოლიტიკის მიმართ უთანხმოება”.
რუსეთის ფედერაციის კანონის თანახმად, პარტიიდან კანდიდატად მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ყრილობაზეა შესაძლებელი, ხოლო ცესკოში დოკუმენტების წარდგენა არჩევნების დანიშვნის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, ანუ, ამ შემთხვევაში 1-ელ იანვრამდე უნდა მოხდეს. დეკემბრის დასაწყისში Яблоко-მ ერთი ყრილობა უკვე ჩაატარა, თუმცა კანდიდატი არ წამოუყენებიათ.
Яблоко-ს დამფუძნებელმა, გრიგორი იავლინსკიმ თქვა, რომ პარტია დუნცოვას კანდიდატად არ წამოაყენებს.
“არ უნდა ვილაპარაკოთ უაზრობები… Яблоко-ს არ შეუძლია დუნცოვას წამოყენება. გამორიცხულია, რადგან ჩვენ მას არ ვიცნობთ”. – თქვა იავლინსკიმ. მისივე თქმით, პარტიამ შესაძლოა ყრილობა კვლავ მოიწვიოს, თუმცა კანდიდატად არავის დაასახელებენ.
“ჩვენ ეს არ გვჭირდება. აზრს ვერ ვხედავთ. ამ თამაშს არ ვითამაშებთ”. – თქვა იავლინსკიმ.
შემდეგში, როდესაც პარტიას დუნცოვამ უკვე ოფიციალურად მიმართა, იავლინსკიმ თქვა, რომ Яблоко-ში მისი წინადადება შეიძლება განიხილონ, თუმცა ეს დანამდვილებით არ იცის.
ეკატერინა დუნცოვა 40 წლის ჟურნალისტია, ქალაქი რჟევიდან. ის არის ადგილობრივი საქალაქო დუმის ყოფილი დეპუტატი. მის საიტზე ნათქვამია, რომ დუნცოვა ემხრობა ში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, დემოკრატიულ რეფორმებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მას შემდეგ, რაც მან ნოემბრის შუა რიცხვებში თქვა, რომ კანდიდატობას აპირებდა, ის პროკურატურაში დაიბარეს VTB ბანკმა კი დროებით გადარიცხვები დაუბლოკა.