ს ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ გადაიხდის კომპენსაციას – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ არის ევროპული სუვერენიტეტის მკაფიო სიგნალი.
როგორც მერცი აღნიშნავს, ს ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ გადაუხდის კომპენსაციას ს.
„მოხარული ვარ ევროპული სუვერენიტეტის ამ მკაფიო სიგნალის გამო, რომელიც თითქმის ერთხმად იქნა მიღწეული, იტალიასა და ბელგიასთან ერთად“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და ს პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.
1tv.ge