რუსეთის ჩრდილოეთის ფროტის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ოტროშჩენკო დაიღუპა

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკო
რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკო დაიღუპა. ოტროშჩენკო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Ан-26-ში იჯდა, რომელიც ოკუპირებული ყირიმის თავზე დაეცა, რის შედეგადაც 30-ვე მგზავრი, რუსი სამხედრო პირები, დაიღუპა.
ინფორმაციას ავრცელებს ჩრდილოეთ მურმანსკის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ჩიბისი.
თვითმფრინავი 31 მარტს ოკუპირებულ ყირიმში კლდეზე შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ ოკუპირებული ყირიმის თავზე, თვითმფრინავ Ан-26-თან კავშირი დაკარგეს.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ თვითმფრინავი არ დაზიანებულა.