“რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, კრიტიკა? საერთოდ არ მაღელვებს” – პიანიჩი

ცსკა-ს ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ს ჩემპიონატში გადაბარგების შესახებ ისაუბრა. რამდენიმე თვის წინ ბოსნიელი არმიელთა რიგებში გადასვლის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. როგორც “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
“კრიტიკა? ეს საერთოდ არ მაღელვებს. რუსეთში ჩამოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩემს კარიერას თავად ვგეგმავ და კონსულტაციების გავლა არ დამჭირვებია. არ მანაღვლებს რას წერენ და ვინ აკეთებს ამას”, – განაცხადა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, გამოცდილი ნახევარმცველი ცსკა-ს 2024 წლის სექტემბერში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.