რუსეთის -მ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ძებნაში გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით არის აღძრული ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე.
“ძებნაში გამოცხადების საფუძველი არსებობს: იძებნება სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში”, – წერია რუსეთის -ს განცხადებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში ბუდანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მანამდე, 21 აპრილს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ბუდანოვს განაჩენი გამოუტანა – მას ბრალად ყირიმის ხიდის აფეთქება ედება. საქმე “ტერორიზმისა და იარაღის უკანონო გამოყენების” მუხლებით იყო აღძრული.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე