რუსეთის შეტევების ფონზე ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოდის Patriot-ის სისტემების მიწოდების თხოვნით

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, ბოლო კვირაში მისი ქვეყანა გახდა ს 1000-ზე მეტი ჭურვის სამიზნე. უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოდის საჰაერო თავდაცვის დამატებითი იარაღის, განსაკუთრებით -ის წარმოების Patriot-ის სისტემის მიწოდების თხოვნით.
“ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 550-მდე თავდამსხმელი დრონი, სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტა და 660-ზე მეტი საჰაერო ბომბი” – წერს ზელენსკი ტელეგრამით.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და საჰაერო დაცვის დანაყოფებს, ქვეყნის დაცვისთვის “ინფრასტრუქტურაზე მიტანილი ყოველდღიური შეტევებისგან” და იარაღის უმეტესობისთვის “სამიზნეების მიღწევის” აღკვეთისთვის.
თუმცა, ზელენსკის თქმით, უკრაინის ცის დაცვის გაძლიერება მუდმივ ამოცანად რჩება. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის მეტი იარაღის მიწოდება ნიშნავს სიცოცხლის დაცვას, უფრო დიდი რადიუსის ქონა ნიშნავს მეტ გარანტიას, “რომ რუსეთის ომი შესაძლოა გაჩერდეს”.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზელენსკი სულ უფრო აქტიურად გამოდის მოწოდებებით Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიწოდებისკენ – იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევებს ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და სამოქალაქო ობიექტებზე.
გავრცელებული ვარაუდით, ს მოეპოვება სულ მცირე ხუთი Patriot-ის სისტემა, თუმცა ამ საკითხზე დეტალები საიდუმლოდ რჩება.
Patriot-ის ტიპის სისტემის წარმოება ითვალისწინებს 1 მილიარდ დოლარზე მეტ ხარჯს,

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა