რუსეთის შეტევა კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში – დაშავდნენ ადამიანები, დაინგრა შენობები

რუსეთის არმიის შეტევის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა სამი საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი, 29 კერძო სახლი და 10 არასაცხოვრებელი ნაგებობა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით – დაჭრილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
ს ოლქში, ს არმიის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 10 კერძო სახლი. ამ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი კალაშნიკი აღნიშნავს, რომ თავდასხმა კომბინირებული იყო – როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით.
„ოლქში მუშაობდა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა. განადგურდა მტრული სამიზნეები“, – აღნიშნავს კალაშნიკი და დასძენს, რომ მოგერიებულია თავდასხმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო [ГУР] იტყობინება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის რაიონში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, აფეთქდა სატვირთო მატარებელი. ამავე წყაროს ინფორმაციით, მატარებელი ანექსირებული სკენ მიემართებოდა.
ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მატარებლის აფეთქების შედეგად დაირღვა „საკვანძო ლოგისტიკური არტერია“, რომელიც ამარაგებს რუსეთის ძალებს ზაპოროჟიესა და ყირიმში.
ასევე, რუსული წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია სარკინიგზო ხიდების აფეთქების შესახებ რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. როგორც იტყობინებიან, ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი