რუსეთის შემოჭრის შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ერთხელ დაბეჭდა გრივნა – როჟკოვა

უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკატერინა როჟკოვას თქმით, ს სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ერთხელ დაბეჭდა გრივნა. ამის შესახებ მან ტელეარხ „ჩვენ-“-ს („Ми – Україна“) ეთერში განაცხადა.
„ჩვენ მხოლოდ ერთხელ დავბეჭდეთ გრივნა, რაც რუსების შემოჭრიდან მალევე მოხდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა, რადგან ჩვენს პარტნიორებსაც სჭირდებოდათ დრო გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნა როჟკოვამ.
მისი თქმით, უკრაინამ 2023 წელი გრივნის ემისიის გარეშე გაატარა.
„ფულის საბეჭდ მანქანას არ ვამუშავებთ, რადგან ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან დიდ დახმარებას ვიღებთ. 2023 წელს ამ დახმარებამ 41 მილიარდი დოლარი შეადგინა, მომავალი წლისთვის დაანონსებული თანხა კი 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს არის მთავარი წყარო, რომელიც დაგვეხმარა, არა მხოლოდ დაგვეფარა ბიუჯეტის დეფიციტი, არამედ ოქროს და სავალუტო რეზერვების მაღალ დონეც შეგვენარჩუნებინა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტროსთან და საბანკო სექტორთან ერთად, უზრუნველყო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის ფუნქციონირება.

ასევე დაგაინტერესებთ