რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სულ მცირე 513 ბავშვი ემსხვერპლა | უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ში 513 ბავშვი დაიღუპა. პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 1 674 ბავშვი დაშავდა.
უწყება აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები არაა საბოლოო და სამუშაოები გრძელდება საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის.
დაღუპულთა უმეტესობა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, ს, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონებიდან იყო.
ერთი თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა განაცხადა, რომ სულ მცირე დაღუპული იყო 560-მდე არასრულწლოვანი, უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ეს არაა საბოლოო მონაცემები.