რუსეთის შეიარაღებული ძალები გარე დახმარებაზეა დამოკიდებული – ესტონეთის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი

სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აქტიური დისკუსიის მიუხედავად, ში ბრძოლები არ ცხრება. ს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელძღვანელის, პოლკოვნიკ ანტს კივისელგის განცხადებით, სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე ს კურსკის ოლქში და შედარებით ნაკლებად – ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით.
„რუსული ძალები აგრძელებენ წინსვლას მთავარი მიმართულებით – დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისკენ: მათ ქალაქის სამხრეთ გარეუბნებამდე მიაღწიეს, ხოლო პოკროვსკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელი კოტლინი უკვე საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს“,- აღნიშნა მან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
„კურახოვსკის რაიონში რუსულმა სამხედროებმა აიღეს სოფლები დაჩნოე და ულაკლი, ხოლო ულაკლის დასავლეთით მდებარე სოფელი კონსტანტინოპოლი, სავარაუდოდ, მალე ასევე რუსების ხელში გადავა. ამ ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის საფრთხე შეიქმნა, რაც გარკვეულწილად შერბილებულია იმით, რომ მდინარე ვოვჩას სახით ბუნებრივი ბარიერი არსებობს“ – აღნიშნა პოლკოვნიკმა კივისელგმა.
მისივე თქმით, ასეთი პროგრესის მიღწევა რუსული მხარისთვის ადვილი არ არის. თებერვალში რუსული ჯარები დღეში საშუალოდ ერთი კვადრატული კილომეტრით მიიწევდნენ წინ და რამდენიმე ძვირადღირებული აღჭურვილობა დაკარგეს. უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, მოახერხეს რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა „S-350 ვიტიაზის“ და „-2“-ის განადგურება. ორივე ეს საზენიტო კომპლექსი რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში დაკარგეს.
„კურსკის ოლქში უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს კონტროლის შენარჩუნება სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც მათ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში განხორციელებული შეტევის დროს დაიკავეს. თუმცა, ამავე დროს, მათ დაკარგეს რამდენიმე რიონი გასული წლის აგვისტოში შექმნილი ანკლავის დასავლეთ ნაწილში. იქ რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს სოფელ სვერდლიკოვოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, არაპირდაპირი ცეცხლით ზემოქმედება მოახდინონ სუჯასთან ახლოს მდებარე მაგისტრალზე, რომელიც უკრაინული ძალებისთვის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მარშრუტს წარმოადგენს“, – განაცხადა პოლკოვნიკმა კივისელგმა.
ესტონეთის სამხედრო სადაზვერვო ცენტრის ხელძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეთ მოწინააღმდეგეზე არაპირდაპირი ცეცხლით ზემოქმედებისას.
„არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან ელოდება საბრძოლო მასალების ახალი პარტიის მიღებას 122 და 152-მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემებისთვის, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტებისთვის. სავარაუდოა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ახალი კონტინგენტის შემოყვანაც, ისევე როგორც არაპირდაპირი ცეცხლის წარმოების საშუალებების შემოტანა. ამასთან, დადასტურდა პირველი ჩრდილოკორეული ფრთოსანი რაკეტის განადგურების ფაქტი“, – განაცხადა პოლკოვნიკმა კივისელგმა.
მისი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეიდან და სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალების, პერსონალისა და აღჭურვილობის იმპორტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, დიდწილად, გარე დახმარებას ეყრდნობა, საზოგადოებისთვის კი კრემლი სხვა სურათის დახატვას ცდილობს.