Bloomberg-ის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანების 2025 წლის რეიტინგში 21 რუსი მილიარდერი მოხვდა.
ვლადიმირ პოტანინი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენია და ამჟამად მისი ქონება $30.8 მილიარდს შეადგენს. ისევე როგორც სხვა რუსი მილიარდერები, პოტანინიც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში გამდიდრდა, სწორედ 1995 წელს მოიპოვა მან წილი კომპანია Norilsk Nickel-ში (Nornickel), რომლის მესამედსაც იგი ამჟამად ფლობს. Nornickel სამთო-მეტალურგიული გიგანტია, რომელიც აწარმოებს პალადიუმს, ნიკელს, პლატინას, სპილენძსა და სხვა მეტალებს.
რეიტინგში მესამე ადგილზე ვაგიტ ალეკპეროვია, რომლის ბიზნეს საქმიანობა უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანია Lukoil-ს უკავშირდება. მისი ქონება $25.4 მილიარდია.
მესამე ადგილს რუსი მილიარდერების რეიტინგში ანდრეი მელნიჩენკო იკავებს, რომლის ქონებაც ამჟამად $23.9 მილიარდს შეადგენს. ის Еврохим-ის და СУЭК -ის თანადამფუძნებელია.
რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი:
