ს ქალაქ ჩებოქსარიდან დრონებით შეტევისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან

დრონებით შეტევა იყო ს ჩუვაშეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ჩებოქსარიზე. ამის შესახებ დღეს, 9 დეკემბერს დილით იუწყებიან რესპუბლიკის მეთაური ოლეგ ნიკოლაევი და სოციალური მედია, მათ შორის რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული პროექტი Сердитая Чувашия (გაბრაზებული ჩუვაშეთი).
ნიკოლაევის თანახმად, „მტრის” (უკრაინის) უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაზიანებულია სახლები. რამდენი, ნიკოლაევს არ დაუკონკრეტებია.
რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ჩებოქსარიში დაზიანებული 5-სართულიანი სახლის ფოტოები. ტელეგრამ-არხ ASTRA-ს ანალიზის თანახმად, ეს სახლი მდებარეობს „ВНИИР Прогресс“-ის სამხედრო საწარმოდან დაახლოებით 450 მეტრში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დრონებით დაარტყეს 2025 წლის ივნისსა და ნოემბერში.
პროექტ Сердитая Чувашия-ს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადაღებული ვიდეოც, რომელიც, არხის თანახმად, დრონით დარტყმის მომენტს ასახავს.
თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონებით დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივ ხელისუფლებას ეს არ დაუდასტურებია.
ოფიციალური ცნობებით, ჩებოქსარის რამდენიმე ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდეს და ერთ-ერთ სკოლაში გახსნეს დაზარალებულთა დახმარების პუნქტი. დრონებით შეტევის გამო დროებით დაკეტილი იყო ქალაქის აეროპორტი.
ს ჩებოქსარიზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
თავად რუსული დრონებითა და რაკეტებით მუდმივი შეტევის ქვეშაა, რასაც შედეგად მოაქვს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების, პირველ ყოვლისა, ენერგოობიექტების განადგურება.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც ს თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა – სამომავლოდ, კორუფციისგან გამოწვეული ზიანის ზრდაა მოსალოდნელი