რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო | გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია

ღამით აფეთქებები იყო ს ქალაქ ვორონეჟში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მერმა, ვადიმ ქსტენინმა დაწერა, რომ მოეწყო დროებითი განთავსების პუნქტები ევაკუირებული მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, დაზიანებულია სახლები, ზარალის შესაფასებლად კომისია მუშაობას.
რუსეთის ხელისუფლება იუწყება, რომ დრონებით შეტევა მოიგერიეს. თავდაცვის უწყება ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 5 და შეაჩერეს 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ტერიტორიაზე, ხოლო 4 დრონი დააკავეს ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე.
რუსული მხარის ცნობითვე, ბინაში დრონის ნამსხვრევების ჩავარდნის შედეგად დაშავდა 2013 წელს დაბადებული ბავშვი.