რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
მათი ცნობით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის“ შედეგად ბელგოროდში 12 ზრდასრული და 2 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 108 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 ბავშვი.
მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია ჯერ კიდევ დასადასტურებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა