რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან ისევ სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან

დღეს, 3 იანვარს დილით, ს ქალაქ ბელგოროდში განგაში გამოაცხადეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ განგაში სარაკეტო თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, ფანჯრებს ნუ მიუახლოვდებიან, ხოლო თუ ქუჩაში არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
დაახლოებით 40 წუთით ადრე გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ბელგოროდთან „ჩამოაგდო რამდენიმე საჰაერო მიზანი“.
რუსეთი ბელგოროდზე თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის და სუმის ოლქებს ესაზღვრება.
2 იანვარს, ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 4 სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 30 დეკემბერსაც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 25 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
ბელგოროდზე 30 დეკემბრის შეტევის შემდეგ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა, რუსეთის არმიამ გააძლიერა რაკეტებით და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ხარკოვსა და კიევზე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება