რუსეთის ფედერაციამ წლის განმავლობაში აშშ-დან და ევროპიდან 1 მილიარდ 7 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები მიიღო – Bloomberg

რუსეთის ფედერაციამ წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან 1 მილიარდ 7 მილიონი დოლარის ღურებულების ჩიპები მიიღო – ამის შესახებ “დოიჩე ველე” “ბლუმბერგის” მონაცემებზე დაყრდნობით წერს. სტატიაში გამოცემა “ბლუმბერგს” მოჰყავს რუსეთის საბაჟო მონაცემები.
ტექსტში წერია, რომ ჩიპები გამოიყენებოდა სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების დასამზადებლად.
“ბლუმბერგი” ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ყველა ამ კომპანიამ დაარღვია სანქციების შესახებ კანონი. როგორც სააგენტო წერს, სანქცირებული ტექნოლოგიების უმეტესობა რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით აღწევდა.
თავად დასავლური კომპანიები სანქციების დარღვევას უარყოფენ. ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა, რომელთა პროდუქციაც რუსეთში შევიდა, განაცხადეს, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ სანქციების შესახებ მოთხოვნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა