რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური – დაღესტანში სამი პირი დააკავეს, რომლებიც სამართალდამცავებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ

დაღესტანში სამი პირი დააკავეს, რომლებიც სამართალდამცავებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის სამი მოქალაქე ქალაქ კასპიისკში დააკავეს და ისინი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.
დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა სახის იარაღი ამოიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…