რუსეთის უშიშროების სამსახურმა ვორონეჟის ოლქში, რკინიგზაზე აფეთქება დაადასტურა

მანამდე აფეთქების და სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ წერდნენ რუსული ტელეგრამ-არხები, განსხვავებით ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევისგან, რომელიც აფეთქების შესახებ არაფერს იუწყებოდა და აცხადებდა, რომ ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ რკინიგზაზე „უმნიშვნელო დაზიანება შენიშნა“.
ს უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, რკინიგზის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა მატარებლის გავლის წინ, ტრაგედიის თავიდან აცილება კი მემანქანის დროული რეაგირებით და დაზიანებულ მონაკვეთამდე საგანგებო დამუხრუჭებით მოხერხდა.
რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, „პირველი ნიშნები“ იძლევა იმის საფუძველს, რომ საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრას.
რუსული მედიის ცნობით, ვორონეჟის ოლქში აფეთქება მოხდა ევდაკოვო-საგუნის მონაკვეთზე, რომელიც რუსეთის სამხრეთთან მოსკოვის დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის ნაწილია.
31 მაისს, გვიან საღამოს რუსეთის ბრიანსკის ოლქში აფეთქებამ რკინიგზის თავზე არსებული საავტომობილო ხიდი ჩამოანგრია, რის შედეგადაც ლიანდაგებიდან გადავარდა მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
1 ივნისს კურსკის ოლქში, სარკინიგზო ხიდზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად დაშავდნენ სატვირთო მატარებლის მემანქანე და ორი თანაშემწე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკის და ბრიანსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქებების გამო სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. პრეზიდენტმა პუტინმა „ტერაქტებში“ დაადანაშაულა.
უკრაინას რუსეთის რკინიგზაზე აფეთქებების შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი