რუსეთის უშიშროება ირწმუნება, რომ აღკვეთა სტრატეგიული ბომბდამშენის გატაცების მცდელობა

რუსეთმა დაადანაშაულა საჰაერო-კოსმოსური ძალების სტრატეგიული ბომბდამშენის (Ту-22М3) გატაცების მცდელობაში. კიევს ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
ს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, 8 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომ „აღკვეთილია უკრაინის სპეცსამსახურების მორიგი მცდელობა, ჩაეტარებინათ ოპერაცია საზღვარგარეთ Ту-22М3-ის გასატაცებლად“. რუსული უშიშროება ირწმუნება, რომ ოპერაციის მომზადებასა და რეალიზაციასთან კავშირი აქვთ ნატოს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურებს. კონკრეტული სახელმწიფოები დასახელებული არ არის.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინის დაზვერვა აპირებდა ფულადი ჯილდოს და იტალიის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ გადაებირებინა რუსი მფრინავი, რომელიც სტრატეგიულ ბომბდაშენს უკრაინის ტერიტორიაზე დასვამდა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ პილოტს სამ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს