რუსეთის უშიშროება აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა.
ს უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ბელარუსის მოქალაქე კარელიის რესპუბლიკის ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა.
„დაკავების დროს კრიმინალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სპეცსამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და დაპირისპირების დროს მისი განეიტრალება მოხდა“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი 49 წლის ნიკოლაი ალექსეევია, აქტივისტი, რომელიც 2020 წელს ბელარუსში ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი