რუსეთის უმუშევრობის რეიტინგში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ კავკასიაა

რუსეთის რეგიონებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ათეულში მოხვდა ჩრდილოეთ კავკასიის ექვსი რესპუბლიკა. ამის შესახებ გამოკვლევა გამოაქვეყნა სახელმწიფო სააგენტომ “რია რეიტინგი”, 2024 წლის კვარტალურ შედეგებზე დაყრდნობით.
სიის სათავეშია ინგუშეთი – იქ უმუშევარი მოსახლეობის მეოთხედია (25,5 პროცენტი). სამსახურის ძიებაში ადგილობრივი ხალხი საშუალოდ თითქმის ნახევარ წელიწადს ატარებს.
შემდეგ მოდიან დაღესტანი (უმუშევრობის 11,5 პროცენტი), ჩეჩნეთი (7,5 პროცენტი) და ჩრდილოეთ ოსეთი (7,4 პროცენტი). მეექვსე ადგილზეა ყარაჩაი-ჩერქეზეთი (5,3 პროცენტი), მეცხრეზე – ყაბარდო-ბალყარეთი (4,8 პროცენტი).
საერთო ჯამში რუსეთში უმუშევრობის დონე შარშან შემცირებას განაგრძობდა და 2,6 პროცენტიან ნიშნულზე იყო.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ათწლეულების განმავლობაში რჩებიან აუტსაიდერებად უმუშევრობის დონის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ამ რესპუბლიკებში შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი მაღალია, იქ არ იქმნება სამუშაო ადგილები საჭირო რაოდენობით და ახალგაზრდობას რეგიონის დატოვება უწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…