რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკატერინა დუნცოვა ავრცელებს.
ეკატერინა დუნცოვამ თავის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ ს უზენაესმა სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
დუნცოვამ განაცხადა, რომ ახლა იგი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია სურთ.
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მის მიერ წარდგენილ საბუთებში დაშვებული შეცდომების გამო, არ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება