რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში „თალიბანის“ საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ქვეყნის გენერალური პროკურორის, იგორ კრასნოვის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
„შეჩერებულ იქნას „თალიბანის“ მოძრაობის საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შედის. რუსეთში „თალიბანის“ საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება“, – განაცხადა მოსამართლე, ოლეგ ნეფედოვმა.
„ინტერფაქსის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ რუსეთში „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება მოხდება.
