რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ნავალნის 19-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა

რუსული გამოცემა Interfax-ის ინფორმაციით, ს უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის თებერვალში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, სთვის 2023 წლის 4 აგვისტოს გამოტანილი 19-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა.
“მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 აგვისტოს ვერდიქტი და გენერალური იურისდიქციის პირველი სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის სააპელაციო განჩინება უცვლელი რჩება”. – უთხრა Interfax-ს სასამართლოს პრესსამსახურმა.
შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის დაცვის, ასევე მეორე ბრალდებულის, ნავალნის YouTube-პროექტის ტექნიკური დირექტორის, დანიელ ხოლოდნის საკასაციო საჩივრები საქმეზე არსებული სასამართლო აქტების მიმართ. შესაბამისი განჩინება უზენაესმა სასამართლომ 2 ივლისს გამოსცა.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავებოდა.
დაკავების შემდეგ ნავალნის დამატებითი ბრალდებები წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში მას სასჯელაღსრულების კოლონიაში პირობითი სასჯელის დარღვევისთვის 2.8 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით, 2021 წლის მარტში იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ცილისწამებისთვის გაასამართლეს. 2022 წლის მარტში ნავალნის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბოლოოდ, 2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს პატიმრობაში, რუსეთის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.