რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

მოსკოვში ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ლებედევი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ლებედევი 80 წლის იყო. „კომერსანტის“ ინფორმაციით, მას ონკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ვაიჩესლავ ლებედევი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მოვალეობებს დროებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე შეასრულებს.
სწორედ ვიაჩესლავ ლებედევის დროს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“, რომელიც რეალურად არ არსებობს.