რუსეთის ტყვეობიდან შინ კიდევ 95 უკრაინელი დაბრუნდა-ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთსა და ს შორის შუამავლების მეშვეობით მომხდარი გაცვლის შედეგად ს ტყვეობიდან კიდევ 95 უკრაინელი დაბრუნდა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მ განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლებში დაბრუნებას. რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები,”-წერს ზელენსკი ტელეგრამის არხში, სადაც ამ მოვლენის ამსახველ ფოტოებიცაა გამოქვეყნებული
უკრაინის პრეზიდენტი მადლობა უხდის გუნდს, რომელიც გაცვლის საკითხებით არის დაკავებული და „არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამ გათავისუფლების პროცესში შუამავლობისთვის.”
გაცვლა მოხდა პრინციპირ “ყველა-ყველაში”, ანუ რუსეთმა და უკრაინამ თანაბარი რაოდენობის 95-95 სამხედრო ტყვე გაცვალეს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით რუსეთის მიერ გაჩაღებულ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ეს არის საერთო ჯამში რუსი და უკრაინელი პატიმრების 54-ე გაცვლა. უკრაინის ტყვეთა გაცვლის საკოორდინაციო შტაბმა მოლაპარაკებით მოახერხა 3405 ადამიანის რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნება. მათი უდიდესი უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა. მაგრამ რუსეთი უარს ამბობს იმ უკრაინელი სამხედროების გაცვლაზე, რომლებსაც დაქირავებულ მებრძოლებად და სისხლის სამართლის დამანაშავეებად მიიჩნევს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ