რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა. მათ შორის არის მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე

ყირიმელი თათარი ხალხის მეჯლისის სპიკერის პირველი მოადგილე ნარიმან ჯელალი (დოკუმენტების მიხედვით – ჯელალოვი) გახდა პირველი ყირიმელი პოლიტპატიმარი, რომელიც 28 ივნისს რუსეთმა ს გადასცა 2019 წლიდან დაწყებული გაცვლის ფარგლებში.
ამის შესახებ უკრაინის ტელემარათონის ეთერში ს ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამილა ტაშევამ განაცხადა.
“2019 წლიდან ყირიმელი პატიმრების გათავისუფლება ფაქტობრივად შეჩერებულია, რადგან კრემლის ხელისუფლება არ იყო მზად ყირიმელი პატიმრების გადასაცემად”, – განაცხადა ტაშევამ.
28 ივნისის მონაცემებით, რუსეთში, ტაშევას თქმით, 218 ასეთი პატიმარი იყო, ახლა ჯელალის გათავისუფლებით მათი რიცხვი ერთით ნაკლები გახდა. ამ ჯგუფის 60% ყირიმელი თათარია.
28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, რადიო თავისუფლების საიტ „კრიმის რეალიის“ ავტორი , ნარიმან ჯელალი უკრაინაში დაბრუნდა.
ნარიმან ჯელალი, ყირიმელი თათრების მეჯლსის თავმჯდომარის მოადგილე, რუსმა ოკუპანტებმა 2021 წელს შეიპყრეს.

2022 წლის 21 სექტემბერს ს მიერ კონტროლირებადმა ყირიმის უზენაესმა სასამართლომ ნარიმან ჯელალს პერევალნიში “გაზსადენზე მომხდარი დივერსიის“ საქმეზე 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში მოხდითა და ზარალის ასანაზღაურებლად 700 ათასი რუსული რუბლის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
21 სექტემბერს ამავე სასამართლომ ამ საქმეში კიდევ ორ ბრალდებულს, ძმებ ასან და აზიზ ახტემოვებს 15 და 13 წლით მიუსაჯა პატიმრობა.
უცნობია, თუ რა პირობით მოხდა ნარიმან ჯელალის გათავისუფლება რუსეთის ტყვეობიდან.