მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან დღეს, 7 ივლისს გაათავისუფლა.
