რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა ანგარიშში არ შეიტანა მონაცემები, ომის მსხვერპლის დასამალად

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში არ შეიტანა “გარე მიზეზებით” დაღუპული ადამიანების შესახებ მონაცემები – იუწყება მედიასაშუალება Meduza დემოგრაფიის ექსპერტზე, ალექსეი რაშკაზე დაყრდნობით.
ამ დრომდე აცალკევებდა ავადმყოფობით და გარე მიზეზებით, მაგალითად, მკვლელობით და თვითმკვლელობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს. ამ მონაცემის მოტანის შემთხვევაში, ექსპერტები შეძლებდნენ მის გამოყენებას იმის დასადგენად, რამდენი რუსი დაიღუპა ში მოსკოვის ძალების შეჭრის შემდეგ – ამ მონაცემს კრემლი არ ასაჯაროებს.
-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გასულ თვეში თქვა, რომ 29 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში დაიღუპა ან დაიჭრა, სულ მცირე, 350 000 რუსი ჯარისკაცი.
საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ, სულ მცირე, 58 000 რუსი სამხედროს სიკვდილს – ეს მონაცემი გამოჰყავთ ნეკროლოგებზე, ანდერძებზე და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები