ს სმოლენსკის ოლქში დრონებით შეტევა იყო ნავთობის ბაზაზე

31 დეკემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო ს სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოსთან.
პირველი ცნობები, რომ ამ რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაა, ტელეგრამ-არხების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.
დილის 7 საათისთვის ეს ცნობა დაადასტურა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა.
გუბერნატორის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იარცევოს რაიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „მოგერიებული” ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე გამოიწვია საწვავის დაღვრა და ხანძარი. მის მასშტაბს ანოხინი არ ასახელებს.
გუბერნატორის თანახმად, მიმდინარეობს „შედეგების ლოკალიზაცია, საცხოვრებელ ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება”.
ს რუსეთის ამ ობიექტზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ. ამ ობიექტებს შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები.