რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში პირადად მონაწილეობდა, ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა.
“კობილაშ სერგეი ივანოვიჩი – სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური – საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი.” – მითითებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე საჰაერო-კოსმოსური ძალების განყოფილებაში.
აქამდე კობილაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური იყო. კობილაშის დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 5 მარტს გასცა.
2008 წელს, ცხინვალისთვის ბრძოლის დროს კობილაში, რომელიც მაშინ 368-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო, პირადად მართავდა მოიერიშე Су-25-ს, როცა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მან კატაპულტირება მოასწრო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა. რუსული წყაროების ცნობით, მისი პოვნა და ევაკუაცია ვერტმფრენით მოხდა, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი, წერს, რომ მაშინ ის ტყვედ აიყვანეს და შემდეგ გაცვალეს. ქართულ მედიაში გავრცელებული იყო ცნობებიც, რომ კობილაში ადგილობრივმა მოხუცმა ქალმა გადაარჩინა.
რუსეთის ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების ფარგლებში კობილაში პასუხისმგებელი იყო ქალაქი მარიუპოლის დაბომბვებზე. მონაწილეობდა ჩეჩნეთისა და სირიის ომებშიც.
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის, სერგეი კობილაშის და ვიკტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სამხედრო მეთაურები ჰააგის სასამართლომ ომის დამნაშავეებად ცნო.
სასამართლოს 5 მარტის განცხადების მიხედვით, კობილაში და სოკოლოვი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წელის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რის შედეგადაც უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და დიდი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო პირებს. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი ბევრად აღემატებოდა სარაკეტო იერიშებით მიღებულ სამხედრო სარგებელს.