რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ლიკვიდირებულია – მედია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ლიკვიდირებულია – მედია
ს ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ის დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 4 იანვარს, სარდლობის პუნქტზე ბოლო სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.
“პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი, 85683 სამხედრო ნაწილის (მე-3 რადიოინჟინერიის პოლკი) მეთაური იუხარინა ბალკაში სამეთაურო პუნქტზე თავდასხმის დროს გარდაიცვალა”, – წერს მედია.
როგორც ცნობილია, 4 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლთან რუსული ჯარების შეერთების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. რუსეთმა თავდასხმის დროს მისი 23 ჯარისკაცის, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრების, ლიკვიდაცია დაადასტურა. მანამდე Ukrinform-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათებით რუსული ბაზის განადგურება დადასტურდა.