რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 122 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი, 43 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
„38 დრონი კურსკის ოლქის თავზე განადგურდა, 10 – ორიოლის ოლქში, 6 – ვორონეჟის, 6 სმოლენკის და 5 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე. ასევე, 3 დრონი მოსკოვის ოლქში განადგურდა, 3 – კალუგის, 3 – ყირიმის, 2 – ლენინგრადის, 2 – ლიპეცკის, 1 – ტულის ოლქში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
