რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„23:00 საათიდან 7:30 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 61 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია ს თავდაცვის უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დრონები ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტულას, ორიოლის, კურსკისა და მოსკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.
ქალაქ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ოლქში თავდაცვის სისტემებმა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
სობიანინის ცნობით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს