რუსეთის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 22 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 22 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონები როსტოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქების ტერიტორიაზე ჩამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ