რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ გააფართოვა მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე და მესამე მოსმენებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეხება მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლების გაფართოებას.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებს – რომ თუკი ამჟამად ს მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევა შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსის 64 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, შესწორებების შეტანის შემდეგ მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი 80 მუხლს გადააჭარბებს.
პირველი მოსმენისას კანონი ითვალისწინებდა მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევას სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედებებისთვის არასრულწლოვანთა მიმართ – რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება ან სიკვდილი, ასევე ტერორიზმისკენ მოწოდებებისთვის, ნაციზმის პროპაგანდისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრისთვის და მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის.
საბოლოო ვერსიას დაემატა ცალკეული კატეგორიები ბავშვთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე – მათ შორის სქესობრივი კონტაქტი, პროსტიტუციაში ჩართვა და პორნოგრაფიული მასალების შექმნა და გავრცელება.
ვოლოდინის თქმით, იმ ხალხს შორის, ვინც რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე ნაკლები დროის წინ მიიღო, დანაშაულის ჩადენის სიხშირე 2024 წელს თითქმის ორნახევარჯერ გაიზარდა – 2700-დან 6500-მდე.
დანაშაულების ჩადენის გამო მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეეხება ანექსირებული ს და ში რუსეთის არმიის მიერ დაკავებული სხვა ტერიტორიების მცხოვრებთ – სადაც მოსახლეები რუსეთის მოქალაქეები გახდნენ ამ რეგიონების ანექსირების შედეგად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის აპრილში მოაწერა ხელი კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევას “ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველი ქმედებების ჩადენის გამო”. კანონის თანახმად, მოქალაქეობის ჩამორთმევა შესაძლებელია განაჩენის საფუძველზე საქმეებში, რომლებიც ეხება რუსეთის არმიის ე.წ. დისკრედიტაციას, ყალბი ცნობების გარცელებას რუსეთის არმიაზე, დივერსიას, დეზერტირობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოწოდებებს, ჯაშუშობას, სახელმწიფო ღალატს, “არასასურველად” მიჩნეულ ორგანიზაციებში მონაწილეობას ან ე.წ. “უცხოეთის აგენტების” კანონის დარღვევას.
პირებს, რომლებსაც მოქალაქეობას ჩამოართმევენ, უფლება აქვთ ის ხელახლა მოითხოვონ – თუმცა მხოლოდ სამი წელიწადის გასვლის შემდეგ.
ფორუმი